logo
ENG



"ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება" - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

31 მარ 202413:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/31/gs3vtzo8g9fb77w.jpg

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია "კანონის სრული დაცვით შემოწმდება".

"ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად. რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე დასახელებულია შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია შემოწმდება კანონის სრული დაცვით", - თქვა კუპრაშვილმა.

დღეს რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში არც ერთი გახმაურებული კორუფციული სქემა არ მოხვდა.

დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისში ღარიბაშვილის მამამ 109 500 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნისას ხელფასის სახით 45 104 ლარი აიღო.


close დახურვა