logo
ENG



"ყურებს ვაჭრი, არც ვინტერესდები ვინაა" - უკრაინა ოკუპანტის აუდიოჩანაწერს ავრცელებს

26 მაი 202216:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/quunkkee27wxl6x.png

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ოკუპანტი რუსეთში მყოფ ცოლს ტელეფონით ესაუბრება და უყვება, თუ როგორ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. აუდიოჩანაწერი უკრაინულმა მხარემ დაზვერვის მეშვეობით მოიპოვა.

ოკუპანტი ამბობს, რომ ისინი ადამიანებს ისე კლავენ, რომ არც კი ინტერესდებიან მათი ვინაობით - აჭრიან ყურებსა და ენებს.

"სარდაფებს იცი როგორ ვწმენდთ? არც კი ვკითხულობთ მანდ ვინ არის და ყუმბარებს ვაგდებთ. საერთოდ გვკიდია...ჩვენ რაზმს - თვითმკვლელების რაზმს ეძახიან. ავაზაკების რაზმი - გვკიდია..ამის წინებზე ტიპები ჰყვებოდნენ, ერთი ქალი დაიჭირეს, ენა მოაჭრეს, რომ არაფერი მოჰყვეს, გააუპატიურეს და მერე მოკლეს. აქ ისეთებს ვაკეთებ, ყველას ვკლავ, ყ*ეზე მკიდია..მშვიდობიანი მოქალაქეა თუ არაა მშვიდობიანი მოქალაქე [ყველას]. ყურებს ვაჭრი, მკიდია. შემიძლია უბრალოდ დანა ავიღო და ყურები მოვაჭრა. სულ მკიდია.. მკიდია. ეს რომ სულ რუსეთში იყოს", - ამბობს ოკუპანტი აუდიოჩანაწერში.


close დახურვა