logo
ENG



"შე საცოდაო" - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებს

22 ივნ 202215:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/92xkmejzajne9v2.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებს.

სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილი კვლავ წინა ხელისუფლებას და 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. უკრაინასა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას კი მან "ავანსი" უწოდა. მის სიტყვებს პროტესტი მოყვა ოპოზიციის მხრიდან, რაც რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ღარიბაშვილმა ლელოს წევრ, სალომე სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.

"ქალბატონი, სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".

რამდენჯერმე მან დარბაზიდან ოპოზიციას ავადმყოფებიც დაუძახა.

"დაწყნარდი, დაწყნარდი, მიბრძანდი".

"შე საცოდაო. თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და შენი პარტია, ხართ მოღალატეები".

"შენ ნუ ყვირიხარ, მიდი და გამოექანე, შენ ჩაგაბარებ ანგარიშს, არარაობა ხარ ჩვეულებრივი".

ღარიბაშვილის მსგავს შეურაცხყოფელ ფრაზებს კი ქართული ოცნების დეპუტატები ტაშს უკრავენ.


close დახურვა