logo
ENG



"ცოცხალი ადამიანიც უნდა მოიკითხოთ" - მოქალაქე, რომელსაც ხე დაეცა, თბილისის მერიას მიმართავს

27 ივლ 202014:59
3 წუთის საკითხავი
 
cfxm9us7ih2rt5j.png

თამთა ღვანია, რომელსაც ჩიქოვანის ქუჩაზე მანქანით გადაადგილებისას  ხე დაეცა, პასუხისმგებლობას დედაქალაქის მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის მოუკითხავს.

“თქვენი ხე დამეცა, თქვენი უყურადღებობით, უპასუხისმგებლობით, რატომ? თქვენს ვალდებულებაშია, მიაქციოთ ყველაფერს ყურადღება. კი, მაგ ხესაც (თქვენი ვალდებულებაა, მიმავალ მანქანებზე ხეები არ ეცემოდეთ მოქალაქეებს და თუ მაინც, რამე ყურადღებას აქცევდეთ), რომლესაც შეიძლება მოვეკალი გუშინ და ბოდიში, რო ცოცხალი გადავრჩი. ცოცხალიც უნდა მოიკითხოთ ადამიანი, თქვენი ვალდებულებაა”, - წერს თამთა ღვანია Facebook-ზე.

გუშინ, 26 ივლისს, გვიან ღამით, ჩიქოვანის ქუჩაზე ხე მოტყდა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა. ავტომობილს თამთა ღვანია მართავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.


close დახურვა