"წითელ კვადრატში" გალერეის 5 წლის იუბილესთან დაკაშირებით გამოფენა გაიმართა.
საგამოფენო სივრცეში მე-20 საუკუნის ქართველი ხელოვანების 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საღამოზე გამოიფინა, გიგო გაბაშვილის, ფელიქს ვარლამშვილის, ელენე ახველდიანის, ეკატერინე ბაღდავაძის და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
„გალერეა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს. წელს შევიცვალეთ ლოკაცია და გადავწყვიტეთ, ერთგვარად შემაჯამებელი გამოფენა გაგავეკეთებინა. აქ წარმოდგენილია ის მხატვრები, რომელთა ნამუშებრები პერიოდულად ჩვენს გალერეაში იფინებოდა,“ - განაცხადა გალერეის დირექტორმა ნინო ყარაულაშვილმა.
დამთვალიერებლებს გამოფენის ხილვა 30 ოქტომბრამდე შეეძლებათ.