logo
ENG



"30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ" - აშშ-ის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ბედობას ულოცავს

02 იან 202214:45
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, მეუღლესთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს ბედობა მიულოცა. დიპლომატმა Facebook-ზე სპეციალური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ახალ, 2022 წელს 30 წელი სრულდება, რაც საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩოს დიდი გეგმები აქვს ამ თარიღის აღვნიშნვასთან დაკავშირებით. დეგნანი ამბობს, რომ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების რიცხვი გაიზრდება.

"აშშ-ს საელჩოს გუნდი დაეხმარება საქართველოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სკოლის გახსნაში, პედიატრიული საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვაში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის სახლების აშენებაში", - განაცხადა დეგნანმა.


close დახურვა