logo
ENG



"ბარსელონა" "ნაპოლის" სერიოზული დანაკლისით ხვდება

08 აგვ 202012:59
3 წუთის საკითხავი
clock 623
xkss9saxrq89aey.jpg

კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება.

დღის ცენტრალური მატჩი  ბარსელონაში შედგება, სადაც “ბარსელონა” იტალიურ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაში გადაწყდება. “ბარსელონა” სერიოზულ გასაჭირშია, რადგან მათი ლაზარეთი და დანაკლისი საკმაოდ დიდია.

კატალონიელებს დააკლდებათ გუნდის ცენტრი და ღერძი – სერხიო ბუსკეტსი, ასევე – არტურო ვიდალიუსმან დემბელესამუელ უმტიტი. ეს ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვთვალეთ, ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ, თუმცა ასევე მიკრო ტრავმები აწურებთ: ანტუან გრიზმანს და  კლემენტ ლენგლეს, მათი ბედი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


close დახურვა