![აბაშის სოფელ კეთილნარში 81 წლის კაცი დააყაჩაღეს](/uploads/news/police.jpg)
აბაშაში, სოფელ კეთილნარში მარტო მცხოვრები 81 წლის კაცი დააყაჩაღეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.