logo
ENG



აბრეშუმის გზის ფორუმზე გიორგი გახარია სიტყვით გამოვა

23 ოქტ 201908:53
3 წუთის საკითხავი
 
rc0bqxxcmlfb654.jpg

აბრეშუმის გზის ფორუმზე, დღეს, გიორგი გახარია სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორი ათასი დელეგატის წინაშე გამოვა, რის შემდეგაც მხარეები საინვესტიციო გარემოზე იმსჯელებენ. დღესვე ფორუმზე სიტყვით წარსდგება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ცნობილია, რომ პანელური დისკუსიების დროს განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცა ტრანსპორტი, ვაჭრობა, საინვესტიციო გარემო და ტექნოლოგიები. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფარგლებში კომუნიკაცია ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და მტკიცე გახდება.

"აბრეშუმის გზის პირველი დღე  ეძღვნებოდა ტრანსპორტსა და მეტი კავშირების განმტკიცების საკითხს. გვქონდა საინტერესო დისკუსია დერეფნის და უკეთესი, უფრო სწრაფი კომუნიკაციის შესახებ. კომუნიკაციის საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. გამოიკვეთა ძირითადი პრომლემატური საკითხი, რაზეც შევთანხმდით რომ მეტად აქტიურად ვიმუშავებთ,"-განმარტავს ნათია თურნავა.

"ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა გახლავთ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობის გაზრდა. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ის ორ ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც დაგეგმილია დღის მეორ ნახევარში, 400-მდე ესეთი შეხვედრაა გვაქვს, კონკრეტულ შედეგებს მოიტანს,"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 


close დახურვა