logo
ENG



აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

03 ივნ 202414:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/5988eavxlfs3axx.jpg

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - მარკ კლეიტონს გარეთ უორდი შეცვლის.

როგორც ცნობილია, საქართველოში 4 წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

საელჩოს ცნობით:

  • გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს
  • 2022 - 2024: გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი
  • 2018 -2022: დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი  
  • 2017: უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია
  • 2014-2017: გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო  (FCO),  დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი
  • 2010 -2013: დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი 
  • 2007-2010: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი
  • 2002-2006: ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO)
  • 1998 - 2002: მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი.

close დახურვა