ადამიანის უფლებების კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პირველი ვისაც დეპუტატები უსმენენ ეს ანა აბაშიძეა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. აბაშიძე არასამთავრობო სექტორმა წარადგინა, მას მხარს უჭერს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ისევე როგორც გიორგი ბურჯანაძეს. სახალხო დამცველის მოადგილეც დღეს უპასუხებს პარლამენტარების შეკითხვებს. მესამე კი მარიკა არევაძე იქნება.
ადამიანის უფლებების კომიტეტში ომბუდსმენობის კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ
25 ოქტ 202212:45
3 წუთის საკითხავი