საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსი "პოზიციათა მზარდი განსხვავებების" გამო დატოვა. მარშანია განცხადებას Facebook-ზე აქვეყნებს.
"ბატონო დავით, [თარხან-მოურავი] პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ", - წერს მარშანიას განცხადებაში.
პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 16 თებერვლით არის დათარიღებული.