logo
ENG



ადგილობრივი მთავრობა: რუსებებს მარიუპოლის საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად ჰყავთ

15 მარ 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/96npyz8u1iv5221.png

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის რეგიონული საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა პაველ კირილენკომ გაავრცელა.

"საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა ასეთი ამბების გადმოცემა - "საავადმყოფოს დატოვება შეუძლებელია. ძლიერად ისვრიან, ჩვენ სარდაფში ვსხედვართ. ორი დღეა მანქანები საავადმყოფომდე მოსვლას ვერ ახერხებენ. ირგვლივ კორპუსები იწვის... რუსებმა მეზობელი სახლებიდან ჩვენს საავადმყოფოში 400 კაცი გადაიყვანეს. ჩვენ ვერ გამოვალთ", - განაცხადა კირილენკომ.

კირილენკოს თქმითვე, რუსებმა საავადმყოფო პრაქტიკულად გაანადგურეს.

უკრაინის სამხრეთით-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი თითქმის ორი კვირაა რუსეთის არმიის ალყაში, ბომბების ქვეშ, უკიდურესად შეზღუდული სასიცოცხლო რესურსებით არსებობს. ევაკუაციის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო, თუმცა ადამიანების ნაწილმა ქალაქიდან გაქცევა უკვე მოახერხა.  


close დახურვა