logo
ENG



ადვოკატის თქმით, მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს ხელში ყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა

21 ნოე 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატების თქმით ბრალდებულს ხელში ყუმბარის მაგივრად შავ ფრად შეღებილი სანთებელა ეჭირა. მათივე შეფასებით, ბრალდებული აზარტული თამაშების მსხვერპლია და გუშინდელი ქმედება არა ყაჩაღობა, არამედ პერფორმანსი იყო. ამგვარი ქმედებით კი ის შეეცადა საკუთარ პროტესტი გამოეთქვა.

"ე.წ. ხელყუმბარა რაზეც საუბრობდნენ, ეს იყო სათამაშო, უფრო სწორად "ზაჟიგალკა", რომელსაც ხელყუმბარის ფორმა აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, მან ეს უბრალოდ შეღება შავ ფრად. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მანამდე ჩვენც, პოლიციელებმაც და ყველამ იცის რომ ია არ იყო იარაღი. მას როგორც შეეძლო გააპროტესტა ქვეყანაში ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე მთავარი - მას არ ჰქონია იარაღი, არ ჩაუდენია ყაჩაღობა, მეტიც - მოლარე გოგონა რომელიც სალაროდან გამოვიდა, სთხოვა რომ კარი დაეკეტა, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მას  რაიმე შემხებლობა ჰქონდა თანხასთან",-თქვა ირმა ჭკადუამ.

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხით დაიწყო.


close დახურვა