logo
ENG



ადვოკატი: ბექა ვარდოსანიძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავეს

31 დეკ 202120:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/31/xwuwclhi06mt96d.png

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ფეისბუქ ლაივში განაცხადა. ადვოკატის თქმით, ეგონათ, რომ ბექა ვარდოსანიძე ჟურნალისტის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, თუმცა როგორც მას პოლიციის უფროსმა განუმარტა, ვარდოსანიძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.

ვარდოსანიძის ადვოკატის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც ვარდოსანიძე დააკავეს ფულად ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

"მე უშუალოდ ბექას ვახლდი თან, პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტახანი ლოდინი, ვერ წარმოგვედგინა რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია, ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით იქ ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა მერე, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას, მაქსიმალურად შევეცდებით დავიხსნათ ბექა დროებითი დაკავების იზოლატორიდან" – ამბობს ბექა ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძე 

ასევე ზვიად ტომარაძეც ამბოს, რომ ბექა ვარდოსანიძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.

"დღეს როგორც იცით ბექა დაბარებული იყო პირველი არხის ჟურნალისტის საჩივრის გამო პოლიციაში, ჩვენ მოვედით ბექასთან ერთად, ბექა მოვიდა ადვოკატთან ერთად, თემურ ლომიძესთან ერთად, ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატთან ერთად და შემდეგ ბექა დააკავეს, როგორც ირკვევა არა იმის გამო, რომ პირველი არხის ჟურნალისტმა შეიტანა საჩივარი, სრულად უსაფუძვლო არამედ, იმის გამო, რომ დაურეკავს პოლიციის თანამშრომელს ბექასთვის და ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს." – ამბობს ზვიად ტომარაძე

ფორმულა შსს–დან ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის უჩივის.


close დახურვა