logo
ENG



ადვოკატი მელიაზე: 8 აპრილს უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოს პირით

05 აპრ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
ადვოკატი მელიაზე: 8 აპრილს უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოს პირით

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ხუთშაბათს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს "მოსამართლის პირით".

ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე თქვა, რომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა ტექნიკურად აღარ არსებობს და ახლა ჯერი მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა. 

"გირაო აღარ არსებობს, ნიკა მელიას შეფარდებული აქვს პოლიტიკური პატიმრობა, არც კანონის და არც სხვა თვალსაზრისით გირაოს გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც ვერავინ გადაიხდის და დიდი სურვილის შემთხვევაში ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია.

მოსამართლემ უნდა თქვას, უნდა დარჩეს ნიკა პატიმრობაში, თუ უნდა გათავისუფლდეს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს თუ თვითინიციატივით გააკეტებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ფაქტია, 8 აპრილს უნდა მოვისმინოთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოს პირით, ანუ რჩება პატიმრობაში, თუ თავისუფლდება", - ამბობს ადვოკატი. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს 11 საათზე ჩაინიშნა. 


close დახურვა