logo
ENG



ადიგენის სოფელ ვარხანში მეხი ჩამოვარდა

01 აგვ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 
mr3nqqhptiy5veh.jpg

ადიგენის სოფელ ვარხანში მეხი ჩამოვარდა. როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხი თივით სავსე შენობას დაეცა. მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.

„ადიგენში მეხი დაეცა თივით სავსე შენობას და ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მუშაობს 3 ეკიპაჟი“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


close დახურვა