logo
ENG



ადმინისტრაციას გახარიას გუნდის კიდევ ერთი წევრი ტოვებს - ლელა აქიაშვილმა თანამდებობა დატოვა

02 მარ 202117:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/02/of1d3wxj02svn5k.jpg

გახარიას გუნდიდან თანამდებობას ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი ტოვებს - პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას ნდობისა და იმ მუშაობისთვის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად გავწიეთ", - აცხადებს აქიაშვილი ფორმულასთან, - "მინდა წარმატებები ვუსურვო როგორც ახალ ადმინისტრაციას, ასევე ბატონ პრემიერს სამომავლო საქმიანობაში". 

გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ. 

ყველა მათგანმა თანამდებობა პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა. 


close დახურვა