სუმის ოლქში, სუმიხიმპრომის ქარხანაში ამიაკმა გაჟონა. ამის შესახებ სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
დაბინძურების ზონა 2.5 კილომეტრია. საფრთხე ემუქრება სოფელ ნოვოსელიცეს.
გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
სუმიხიმპრომის ქარხანა რთული მინერალური სასუქების, ტიტანის დიოქსიდის და დიდი ტონაჟის არაორგანული ქიმიის სხვა პროდუქტების მთავარი მწარმოებელია უკრაინაში.