ავარია ბარათაშვილზე - ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევისშედეგად 5 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.