logo
ENG



ავარია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე - დაშავდა 3 ადამიანი

10 აპრ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, ბეტონის კედელს შეეჯახა. სამივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  


close დახურვა