ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 7 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი დაშავდა ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ნივის მარკის ავტომობოლი სასწვავმზიდ მანქანას დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.