logo
ENG



ავარია რუსთავში - დაღუპულია 6 წლის ბავშვი

26 იან 202009:27
3 წუთის საკითხავი
 
4k16zq4udpnxcyd.jpeg

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთში ბავშვი იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა