logo
ENG



ავარია სლოვაკეთში - დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია

14 ნოე 201909:09
3 წუთის საკითხავი
 
dvqhfkf4uu04cfk.png

სლოვაკეთში ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა ქალაქ ნიტრანსკესთან ახლოს, ღამის საათებში მოხდა. ინციდენტის დროს ასევე 17 ადამიანი დაშავდა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სლოვაკიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულებიდან 4-ი ბავშვია. ავტოკატასტროფის ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა.

 

 


close დახურვა