გორის მუნიციპალიტეტ სოფელ კარალეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ 2 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.