logo
ENG



ავარია ფოთი-სენაკი-თბილისის მაგისტრალზე - გარდაცვლილია 2 ადამიანი

10 ივლ 202016:15
3 წუთის საკითხავი
clock 564
o1hnparv6lf0trq.jpg

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 


close დახურვა