ავარიის შედეგად ბათუმში ორი ქვეითად მოსიარულე გოგონა დაშავდა. ისინი რუსთაველის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.
მოზარდები საავადმყოფოში თავის არეში ტრამვებით გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა, ავტომანქანის მძღოლი დადგენილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.