![2022/01/11/3t4j37a9w8ew1dn.jpg](/uploads_script3/articles/2022/01/11/3t4j37a9w8ew1dn.jpg)
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზაიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლით დაიწყო, რაც სწორედ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.