ტვ პირველის მფლობელის ვატო წერეთლის თქმით, მამამისი ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ტვ პირველის ეთერში ვატო წერეთელმა განაცხადა, ის მამამისის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„დღეს მეუბნებოდა, რომ უეჭველი მიჭერსო. შაქარი გაიზომა, აბაზანაში გავიდა და რამდენიმე წუთში უგონოდ იყო. ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პირადად ვაკისრებ ხელისუფლებას. პირადად ხელისუფლების დამსახურებაა რა მდგომარეობაშიც ახლაა. ამას მხოლოდ ერთი მიზეზით აკეთებენ, რომ გააჩერონ ტელევიზია, რომელშიც ახლა ყველა ერთად ვართ. ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია. მერე არავინ დაიწყოს, რომ ზევიდან მარიგებდნენ და ასე მეუბნებოდნენ“, - განაცხადა წერეთელმა.