logo
ENG



ავიაკატასტროფის გაჟონილი ფოტოების გამო ბრაიანტის ცოლი $16-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

25 აგვ 202209:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/5yq280dzrqcus6o.jpg

კობი ბრაიანტის ქვრივმა $16 მილიონის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ვერტმფრენის კატასტროფის ფოტოების გაჟონვის გამო. თანამოსარჩელე კრისტოფერ ჩესტერი კი $15 მილიონი დოლარის კომპენსაციას მიიღებს. მისი ცოლი და შვილი, სარა და პეიტონი ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპნენ.

2020 წელს 41 წლის კობი ბრაიანტი და მისი შვილი, 13 წლის ჯიანა, ექვს ადამიანთან ერთად კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

ვანესა ბრაიანტის თქმით, პანიკური შეტევები დაეწყო, როდესაც გაიგო, რომ გავრცელდა კატასტროფის ფოტოები, რომლებიც ლოს-ანჯელესის შერიფის თანაშემწემ და მეხანძრეებმა გადაიღეს.

ფედერალური სასამართლოს განცხადებით, ოლქმა ვანესა ბრაიანტს ემოციური სტრესის გამო კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

გასულ ნოემბერში ოლქმა თანხმობა განაცხადა, რომ ორივე მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით $2,5 მილიონი გადაეხადა, თუმცა ვანესა ბრაიანტმა უარი განაცხადა.

სასამართლოში გამოსვლისას ბრაიანტმა თქვა, რომ შვილებთან ერთად სახლში იყო, როდესაც Los Angeles Times-ს კითხულობდა, სადაც ეწერა, რომ ოლქის თანამშრომლებმა კატასტროფის ფოტოები გადაიღეს და სხვებს გაუზიარეს.

"სახლიდან გამოვვარდი, რათა ქალიშვილებს არ დავენახე. მინდოდა გავქცეულიყავი და უბრალოდ მეყვირა", - თქვა მან.

სასამართლოში ითქვა, რომ შერიფის მოადგილემ და მეხანძრეებმა ავარიის ადგილზე მობილურით გადაიღეს ფოტოები და შემდეგ მას სხვებს აჩვენებდნენ, მათ შორის ბარებსა და საზეიმო ღონისძიებებზე. ოლქის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ კატასტროფის ადგილას ფოტოების გადაღება აუცილებელია და რომ ფოტოები არსად არ გამოქვეყნებულა.


close დახურვა