logo
ENG



ავსტრალიამ რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

22 აპრ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/lx41fb8nm5nxi5r.jpg

ავსტრალიამ რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, რომლემაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირა, სანქციები დაუწესა.

გარდა დეპუტატებისა, ავსტრალიის მთავრობამ სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილებსაც დაუწესა. მაღალჩინოსნების ქალიშვილებს ავსტრალიაში მოგზაურობაც აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის შვილებს სანქციები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესეს.

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ავსტრალიის პრემიერმინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 23 თებერვალს გამოაცხადა. ავსტრალიის სანქციების სიაში რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, ასევე ქვეყნის მაღალჩინოსნები და თავდაცვის მეთაურები მოხვდნენ.


close დახურვა