კორონავირუსის პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე აღნიშნავენ ანზაკის დღეს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ისტორიაში პირველად ეროვნულ დღესთან დაკავშირებით თითქმის ყველა მასშტაბური ცერემონია გაუქმდა, თუმცა მოქალაქეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი საკუთარი სახლებიდან და ეზოებიდან მიაგეს.
დახურულ ცერემონიას კანბერის ომის მემორიალთან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. 1915 წლის 25 აპრილს ავსტრალიელი და ახალზელანდიელი ჯარისკაცები გალიპოლის ნახევარკუნძულზე გადასხეს. სწორედ 8-თვიანი ბრძოლების დროს დაღუპულებს იხსენებენ ამ დღეს ორი ქვეყნის მოქალაქეები.