logo
ENG



ავსტრალიაში სახანძრო ავიატანკერის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

23 იან 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიაში სახანძრო ავიატანკერის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე შეერთებული შტატების მოქალაქეა.

კავშირი თვითმფრინავთან გუშინ ღამით გაწყდა, რამდენიმე საათში კი მისი ნაწილები ქალაქ კუმასთან იპოვეს.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად ჯგუფები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ, ალის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის გამო კვლავ დროებით შეაჩერა მუშაობა კანბერის საერთაშორისო აეროპორტმა.

სტიქიას, რომელმაც გავრცელება სექტემბერში დაიწყო, 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია მილიარდზე მეტი ცხოველი. 


close დახურვა