ძლიერი შტორმი და სეტყვა ავსტრალიაში - კანბერასა და მელბურნში უამინდობის გამო ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა.
შტორმიდან მალევე სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე ათასზე მეტი შეტყობინება შევიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში კი ამ დრომდე ხანძრის 80-ზე მეტი კერა მძვინვარებს.
