ავსტრალიაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ახალ სამხრეთ უელსში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლს უკვე ემსხვერპლა 3 ადამიანი, 150-მდე საცხოვრებელი სახლი დამწვარია. შტატის პრემიერმა მეხანძრეებს უფლება მისცა ნებისმიერ მეთოდებს მიმართონ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.
შტატში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია გამოცხადებული, რის გამოც ალის გავრცელების საშიშროება კიდევ უფრო იზრდება.