logo
ENG



ავსტრალიაში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

19 დეკ 201909:56
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა. მიზეზი ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ შტატში მძვინვარე ტყის ხანძარია. რეკორდული სიცხეებიის გამო ავსტრალია რამდენიმე კვირაა ხანძარს ებრძვის. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ტყეები სამხრეთ უელსში ას სხვადასხვა ლოკაციაზე იწვის. განადგურებულია 700-მდე საცხოვრებელი სახლი. ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.


close დახურვა