ავსტრალიის დასავლეთ რაიონებს ციკლონმა გადაუარა. სანაპირო ზოლზე სტიქიამ ქვიშის შტორმიც გამოიწვია. ვიდეო მასალა ადგილობრივებმა გადაიღეს. სტიქიის ზონაში 65 ათას ოჯახს ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია.
მსხვერპლი არ არის. ციკლონი სახელად "მანგა" ამ დროისთვის ქვეყნის სამხრეთ რეგიონებისკენ მიემართება. ქარის სიჩქარე საათში 132 კილომეტრს აღწევს. ავსტრალიაში ასეთი ძლიერი ქარი მაისის თვეში ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა.