logo
ENG



ავსტრალიის ხელისუფლება და სამთავრობო ინსტიტუტები კიბერთავდასხმების სამიზნე არიან

19 ივნ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 
3z5kq9are2soybq.png

ავსტრალიის ხელისუფლება და სამთავრობო ინსტიტუტები კიბერთავდასხმების სამიზნე არიან. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

სკოტ მორისონის თქმით, ავსტრალია ბოლო თვეების განმავლობაში ყველა სექტორში სახელმწიფო დონის გაძლიერებულ კიბერშეტევებს განიცდის, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყანა დგას საქმიანობის უკან, პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია.

მორისონის განცხადებით, მსგავსი ჰაკერული თავდასხმების შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფოს არ აქვს. ავსტრალიის პრემიერის განმარტებით, საფრთხის შესახებ საჯაროს საზოგადოებისა და ბიზნესების სიფრთხილის გაძლიერების მიზნით განაცხადა.  


close დახურვა