logo
ENG



ავსტრიამ დიმიტრი მედოევს საერთაშორისო სემინარზე დასწრებაზე უარი უთხრა

08 ნოე 201908:21
3 წუთის საკითხავი
 
m4drouwxojejoue.png

ავსტრიამ  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს  საერთაშორისო სემინარზე დასწრებაზე უარი უთხრა. სემინარის ორგანიზატორი ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაა, განხილვის ერთ-ერთ თემა კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიცაა.

ორგანიზატორებმა დიმიტრი მედოევს მიწვევაზე უარი "უსაფრთხოების საკითხების გამო" უთხრეს.  საოკუპაციო  რეჟიმის წამორმადგენელი  ღონისძიებაზე  მოხსენებით გამოსვლას გეგმავდა, თემაზე "სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობა." 

ოთხდღიანი  ღონისძიება,  სადაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონული სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ, ქალაქ რაიხენაუში მიმდინარეობს. 


close დახურვა