logo
ENG



ავსტრიის კანცლერმა და პუტინმა ტყვეების გაცვლასა და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ილაპარაკეს

27 მაი 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ელაპარაკა და ტყვეების გაცვლისდა ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილა. 

ზარი ავსტრიული მხარის ინიციატივით განხორციელდა და 45 წუთს გაგრძელდა. 

კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა გაწმინდოს პორტები აზოვისა და შავი ზღვების წყლებში დაბლოკილი გემების თავისუფლად გადასაადგილებლად. კრემლისვე ცნობით, პუტინმა უარყო ბრალდებები, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ შეაფერხა სურსათის მიწოდება მთელ მსოფლიოში.

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინთან საუბარი იყო ძალიან დაძაბული და სერიოზული. მისი თქმით, განიხილეს უკრაინასთან ტყვეების გაცვლის საკითხი და პუტინი დათანხმდა, წითელი ჯვარი ტყვეებთან მიუშვას. კრემლის შეტყობინებაში ტყვეების გაცვლის საკითხზე ლაპარაკის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. 

კარლ ნეჰამერის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა თქვა ისიც, რომ მზად არის, შეასრულოს ვალდებულებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. 

კრემლი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. ავსტრია გაზის 80%-ს რუსეთიდან იღებს. 

ცალკე განცხადებაში კრემლმა თქვა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ავსტრიისთვის, რომელიც გაზის 80%-ს რუსეთიდან იღებს.

კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ავსტრია გახსნის ჰაიდახის გაზის საცავზე წვდომას სხვა კომპანიებისთვის, გარდა გაზპრომისა


close დახურვა