logo
ENG



ავსტრიის საგარეო მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

24 აპრ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/24/75ppyepair8cu48.jpg
Valentyn Ogirenko / AFP

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Heute ავრცელებს

შალენბერგი იმავდროულად აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას, თუმცა, მისი აზრით, უნდა მოიძებნოს სხვა მექანიზმები, რაც უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის მე-14 მედია სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინამ უახლოეს მომავალში არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის შეთავაზება.

მინისტრმა საკუთარი პოზიცია იმით ახსნა, რომ დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრად გრძელი გზა გაიარეს.

გარდა ამისა, შალენბერგის აზრით, უკრაინამ ევროკავშირის სრული წევრის სტატუსი არ უნდა მიიღოს და უნდა არსებობდეს წევრობის მიღმა გზაც, რაც ევროკავშირთან ქვეყნების დაახლოებას უზრუნველყოფდა.

მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა მეტი მოქნილობა და უნდა არსებობს სხვა მოდელიც გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა, მაგალითად ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში მიღება ან ასოცირების ხელშეკრულების დონეზე დარჩენა.

აღსანიშნავია, რომ შალენბერგი გამორიცხავს რუსეთთან ომამდელი ურთიერთობების აღდგენას მანამ, სანამ ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინია.


close დახურვა