სოფელ ანანურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ერთ-ერთ ობიექტთან შევარდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.