![2023/10/13/8ja0cjh7pxmv06y.jpg](/uploads_script3/articles/2023/10/13/8ja0cjh7pxmv06y.jpg)
ავტოსაგზაო შემთხვევა იყო კახეთში, დაიღუპა ერთი ადამიანი. შემთხვევა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.