![ya9uvitdb6hqw8q.png](/uploads_script3/news/ya9uvitdb6hqw8q.png)
ლილოში ქვეითად მოსიარულე პირი მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.