თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ხეს შეეჯახა და ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.