logo
ENG



ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - გარდაიცვალა 1 ქალი, დაშავებულია რამდენიმე არასრულწლოვანი

15 სექ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/iplrzrhfpyjtzq3.jpg

ავტოსაგზაო შემთხვევას საგარეჯოში ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია სკოლის რამდენიმე მოსწავლე.

შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც, ის ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, მსუბუქი დაზიანებებით საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა