logo
ENG



ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქ მაზარ-ი-შარიფს თალიბანი აკონტროლებს

14 აგვ 202123:58
3 წუთის საკითხავი
 
Associated Press

ავღანეთის სიდიდით მე-4 ქალაქი, მაზარ-ი-შარიფი თალიბანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

Associated Press ინფორმაციით, პროვინციის ყველა სამთავრობო უწყება, მათ შორის გუბერნატორის ოფისი თალიბების განკარგულებაშია. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რადიკალურმა მოძრაბამ ავღანეთის სიდიდით მესამე და მეოთხე ქალაქებიც დაიკავა. 

ბოლო მონაცემებით, თალიბანი ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.   

ცნობისთვის, 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა