ავღანეთში თავდასხმა განხორციელდა. ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტი მეჩეთში ლოცვის დროს შეიჭრა და 8 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრილია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
თავდასხმასთან კავშირს უარჰყოფს თალიბანი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები ავღანეთში ბოლო დროს გახშირდა. გასულ კვირას სამშობიაროში 24 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 2 ახალშობილი იყო. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ მომხდარი "აი სისისთანაა" დაკავშირებული.