![2023/10/09/lweii7nmc4n4ac0.jpg](/uploads_script3/articles/2023/10/09/lweii7nmc4n4ac0.jpg)
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2445-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.