ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ დაზუსტებული არ არის.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი.
გარდა ამისა, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.
გასულ კვირას კიდევ ერთი წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც 315 ადამიანი დაიღუპა, 1600-ზე მეტი კი დაშავდა.